მთავარი » 2010 » ნოემბერი » 12 » ეთნოგრაფიულ მუზეუმში "აფხაზეთობა 2010" გაიმართება
7:46 PM
ეთნოგრაფიულ მუზეუმში "აფხაზეთობა 2010" გაიმართება



14 ნოემბერს ეთნოგრაფიულ მუზეუმში სახალხო დღესასწაული "აფხაზეთობა 2010" გაიმართება.
როგორც აფხაზეთის მედია-ცენტრში აცხადებენ, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მთელი დღის განმავლობაში კულტურული და საგანმანათლებო ღონისძიებები გაიმართება, რომელშიც აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, აფხაზეთის ახალგაზრდული კაპელა,  ცნობილი ქართველი მომღერლები, აფხაზეთის შემოქმედებითი ჯგუფები და ბავშვთა ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიების ფარგლებში, 11:00 საათზე აფხაზეთის მხატვრების ნამუშევრების, მოზარდების ხელნაკეთი ნივთების, ასევე  წიგნების გამოფენა გაიმართება. 12:00 საათზე  კი შოთა რუსთაველის სახელმწიფო  დრამატული თეატრის მცირე დარბაზში,  ჩრდილების სახელმწიფო თეატრი სპექტაკლს "აფხაზეთი - წელიწადის ოთხი დრო"  წარმოადგენს. იმავე დღეს, 13:00 საათზე ეთნოგრაფიული მუზეუმის ამფითეატრში აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა თეატრი  სპექტაკლის  "გამარჯობა სოხუმო" ჩვენებას გამართავს. 14:00 საათზე კი მუზეუმში ქართულ-აფხაზური ტრადიციული ქორწილი გაიმართება.
სახალხო ზეიმი "აფხაზეთობა 2010" 16:00 საათზე გალა კონცერტით დასრულდება.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს მთელი დღის განმავლობაში კუს ტბის ასახვევიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე უფასო ავტობუსები მოემსახურებიან. ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ეროვნული  მუზეუმი.
"აფხაზეთობა" აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით 2009 წლიდან იმართება.














კატეგორია: ჩვენი საქართველო | ნანახია: 1245 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar