მთავარი » 2010 » ნოემბერი » 12 » ”ეივონმა" ინოვაციური ფორმულის თვალის ტუში ”Sonic Boost" შექმნა
7:44 PM
”ეივონმა" ინოვაციური ფორმულის თვალის ტუში ”Sonic Boost" შექმნა



კოსმეტიკურმა კომპანია ”ეივონმა" ინოვაციური ფორმულის თვალის ტუში ”Sonic Boost” შექმნა.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ახალი პროდუქტი ”Sonic Boost” საქმიან ქალბატონებს გაახარებს, ვინაიდან სულ რამდენიმე წამში ტუშის ფორმულისა და მისი ფუნჯის ვიბრირების წყალობით, შესაძლებელია წამწამების მაქსიმალური სიგრძისა და მოცულობის მიღწევა.
”ეივონის" ექსპერტებმა შეიმუშავეს საგანგებო ფორმულა, რომელიც ერთნაირი წარმატებით ანიჭებს წამწამებს ექვსჯერ მეტ მოცულობას და მაქსიმალურ სიგრძეს. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ამ პროდუქტის საშუალებით ვიზაჟისტის დახმარების გარეშე პროფესიონალურ დონეზე მაკიაჟის გაკეთება მარტივადაა შესაძლებელი.
”Sonic Boost" წარმოადგენს ინოვაციური ფორმულის თვალის ტუშს. რომლის ფუნჯიც წუთში 8000 მიკროიმპულსის საშუალებით წამწამებს ღებავს, აგრძელებს და შესანიშნავ მოცულობას ჰმატებს. ასევე, ”Sonic Boost" ვარცხნის წამწამებს, რათა ორი ერთმანეთზე შეწებებული წამწამი არ არსებობდეს.
"AVON" მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანიაა. კომპანიის წლიური ბრუნვა მთელ მსოფლიოში 10 მილიარდ დოლარს აღემატება. კომპანია რეალიზაციას პირდაპირი გაყიდვების გზით აწარმოებს და მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი ~ეივონს" 6 მილიონზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს.
















კატეგორია: მოდა | ნანახია: 1213 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar