მთავარი » 2010 ნოემბერი 12 » "წვერებიანი" ჯოკონდა "კრისტის" აუქციონზე ნახევარ მლნ დოლარად გაიყიდა
5:11 PM "წვერებიანი" ჯოკონდა "კრისტის" აუქციონზე ნახევარ მლნ დოლარად გაიყიდა | |
ხუთშაბათს, ნიუ-იორკში, ჯოკონდას გამოსახულება მიხატული ულვაშებითა და წვერებით, Christie's აუქციონზე ნახევარ მლნ დოლარად გაიყიდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. კონცეპტუალიზმის დამაარსებლის მარსელ დუშამპის (Marcel Duchamp) ნამუშევარი, მოსალოდნელზე 5-ჯერ ძვირად გაიყიდა. ულვაშები და თხის წვერები ჩვეულებრივ ქაღალდზე გადატანილ "ჯოკონდა"-ს ასლზე ფრანგმა მხატვარმა მარსელ დუშამპმა 1964 წელს დაიტანა. მხატვარმა "წვერებიანი" ჯოკონდას 38 ასლი გააკეთა. "ეს იყო ხუმრობა, რომელიც მე-20 საუკუნის ხელოვნების ნიმუში გახდა. მან პოპ-არტის ბევრ წარმომადგენელს მისცა ბიძგი", - განაცხადა "კრისტის" აუქციონის სახლის დირექტორმა ბრეტ გორვიმ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |