მთავარი » 2010 » ნოემბერი » 11 » ზაზა ფაჩულიამ "მილუოკი ბაქსს" 16 ქულა ჩაუგდო
4:48 PM
ზაზა ფაჩულიამ "მილუოკი ბაქსს" 16 ქულა ჩაუგდო


ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსმა" ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში წაგებებს მოუხშირა. ზედიზედ 6 გამარჯვების შემდეგ "ატლანტამ" სამი მარცხი განიცადა. ამჯერად გუნდი  "მილუოკი ბაქსთან" დამარცხდა 91:108.ატლანტელებმა "მილუოკისთან" საწყისი პერიოდი მოიგეს, მაგრამ მომდევნო პერიოდი 14:33 დათმეს და მეტოქის დაწევა გაუჭირდათ. ჯორჯიელთა თავკაცმა ლარი დრიუმ ფაჩულიას 22:43 წუთი დაუთმო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ეს პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენა და 16 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი გააკეთა და საკუთარ გუნდში ქულათა მაჩვენებლით საუკეთესოც იყო. 
ამ წაგების შემდეგ "ატლანტამ" აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორედან მესამე ადგილზე გადმოინაცვლა, "ორლანდოსათან" ერთად ჯორჯიელებს "ბოსტონმაც" გადაასწროთ. მომდევო მატჩს ქართველის გუნდი 12 ნოემბერს "იუტასთან" გამართავს.

















ნანახია: 1045 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ზაზა ფაჩულიამ მილუოკი ბაქსს 16 ქულა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar