მთავარი » 2010 » ნოემბერი » 10 » ალ პაჩინო ახალ თრილერში მონაწილეობისთვის ემზადება
1:55 PM
ალ პაჩინო ახალ თრილერში მონაწილეობისთვის ემზადება



ალ პაჩინო, სიუზან სარანდონი და ევა გრინი ახალ თრილერში, „არბიტრაჟი" მიიღებენ მონაწილეობას, იუწყება Variety. ფილმის სიუჟეტი აგებულია ერთ–ერთი ფონდის ხელმძღვანელის ირგვლივ, რომლის როლსაც ალ პაჩინო განასახიერებს და რომელიც მანამდე ცდილობს თავის კომპანიის ბანკისთვის მიყიდვას, სანამ კომპანიაში განხორციელებული სხვადასხვა უკანონო ქმედებების შესახებ, საჯაროდ გახდება ცნობილი.
სამსახურეობრივი პრობლემების გარდა, მთავარი გმირი ცოლსა (სარანდონი) და საყვარელს (გრინი) შორის იხლიჩება.
ფილმის რეჟისორია ნიკოლას ჯარეკი, რომლის კარიერაშიც ეს პირველი სერიოზული პროექტია. პროდიუსერებს შორის სახელდება მაიკლ ოუჰოვენი, რომელიც ისეთ ფილმებზე მუშაობდა, როგორიცაა „კაპოტე" და „მეხუთე განზომილება".  ფილმის წარმოებით კი კომპანია GK Films დაკავდება.
ამჟამად ალ პაჩინო, რომელმაც 2010 წელს ჯეკ კევორკიანი როლისთვის პრემია „ემი" მიიღო, ადამ ენდლერის კომედიური ჟანრის ფილმში „ჯეკი და ჯილი"  ასრულებს მთავარ როლს. გარდა ამისა, ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალ პაჩინო ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერის ფილ სპექტორის როლს შეასრულებს, რომელიც დამწყები მსახიობის ლან კლარკსონი მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.




































კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1349 | დაამატა: allfile | ტეგები: Variety, Al Pacino, ალ პაჩინო, GK films, alpachino, grini, Green, Al Pachino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar