მთავარი » 2010 » ნოემბერი » 10 » კინოთეატრ "რუსთაველში" რეზო ჩხეიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება
1:52 PM
კინოთეატრ "რუსთაველში" რეზო ჩხეიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება


კინოთეატრ "რუსთაველში" დღეს კინორეჟისორ რეზო ჩხეიძის შემოქმედებითი საღამო და ფილმის "მაცხოვრის საფლავთან დანთებული სანთელი" ჩვენება გაიმართება. არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს გაერთიანებული ახალგაზრდების" ლიდერების გიორგი გოგორიშვილმა და გიორგი ხუროშვილის განცხადებით, რეზო ჩხეიძის ფილმის შექმნისა და ნახვის სურვილი ბევრ ახალგაზრდას აქვს.
"ამ ფილმის შექმნის იდეის შესახებ რეზო ჩხეიძე ახალგაზრდებს თავად მოუყვება. საოცრად ემოციური ფილმია და ალბათ ამ კინოსურათის მიმართ ინტერესიც აქედან გამომდინარეა", -განაცხადა გიორგი გოგორიშვილმა.
კინოსურათი "ქართული ფილმისა" და "მოსფილმის" ერთობლივი ნამუშევარია.






























კატეგორია: ხელოვნება | ნანახია: 1264 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar