მთავარი » 2010 » ნოემბერი » 10 » ქობულეთის ტურისტულ ზონაში ასაშენებელი სასტუმროების პროექტები დღეს დამტკიცდება
12:47 PM
ქობულეთის ტურისტულ ზონაში ასაშენებელი სასტუმროების პროექტები დღეს დამტკიცდება


ქობულეთის ტურისტულ ზონაში ასაშენებელი სასტუმროების პროექტები დღეს დამტკიცდება და ინვესტორები გამოვლინდებიან. სასტუმროების ასაშენებლად სამთავრობო კომისიაში 52 განაცხადი შევიდა. ქართული კომპანიების გარდა, საკუთარი პროექტები ირანულმა, სომხურმა, რუსულმა ბელორუსულმა და ესტონურმა კომპანიებმა წარადგინეს.
ე. წ. ”ფიჭვნარის” ტერიტორიაზე საქართველოს მთვრობამ ინვესტორებს სპეციალური შეღავათები შესთვაზა. აღნიშნულ ზონაში დაგეგმილია 27 სასტუმროს მშენებლობა.
პროექტის თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის განკარგვა სიმბოლურ ფასად განხორციელდება და ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება საინჟინრო-კომუნალური ქსელებითა და სათანადო ინფრასტრუქტურით.






























კატეგორია: ტურისტები საქართველოში | ნანახია: 1295 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar