მთავარი » 2010 » ნოემბერი » 10 » ვერა ქობალია დიდ ბრიტანეთში იმყოფება
12:45 PM
ვერა ქობალია დიდ ბრიტანეთში იმყოფება


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება. ვერა ქობალია გაეროსთან არსებული საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ეთიმიუს მიტროპოლუსს შეხვდა. მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ქართულ საზღვაო სექტორში მიმდინარე რეფორმები და სომალიში მეკობრეების ტყვეობაში მყოფი ქართველი მესაზღვრეების საკითხები განიხილეს.
ამასთანავე გადაწყდა, რომ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის დელეგაცია საქართველოს ეწვევა. ექსპერტები საზღვაო სექტორში არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.






















კატეგორია: ეკონომიკა | ნანახია: 1340 | დაამატა: allfile | ტეგები: vera qobalia, იმყოფება, დიდ ბრიტანეთი, didi britaneti, vera kobalia, imyofeba, ვერა ქობალია, imkofeba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar