მთავარი » 2010 ნოემბერი 7 » სალათა "ჩიტის ბუდე"
12:18 PM სალათა "ჩიტის ბუდე" | |
მომზადება: კარტოფილი და სტაფილო
მსხვილ სახეხზე გავხეხოთ ან სიგრძეზე თხლად დავჭრათ. ხახვი დავჭრათ
ალყა-ალყა. ღრმა ტაფაში ჩავასხათ ბლომად ზეთი და როცა გახურდება,
თანამიმდევრობით შევწვათ შიგ კარტოფილი, სტაფილო და ხახვი, შემდეგ
ბოსტნეული გადმოვიღოთ საშრობ ქაღალდზე ან საწურზე, რომ ზედმეტი ცხიმი
გაუვიდეს. ამასობაში ხელით ავჩეჩოთ მოხარშული ქათმის ხორცი, შევურიოთ
პატარა ნაჭრებად დაჭრილი კიტრი, დაჭყლეტილი ნიორი და მოხარშული კვერცხის
ცილა, შევაზავოთ მაიონეზითა და სანელებლებით. კვერცხის გული ავზილოთ
წვრილად დაჭრილ კამასთან და მაიონეზთან ერთად და გავაკეთოთ პატარა კვერცხის
ფორმის ბურთულები. ლანგარზე დავდოთ ჯერ კიტრისა და ხორცის სალათა, ზედ
მოვათავსოთ შემწვარი ბოსტნეული და მივცეთ ბუდის ფორმა, შიგნით კი ჩავაწყოთ
მაიონეზისა და კვერცხის გულისგან მომზადებული კვერცხები. გემრიელად მიირთვით | |
|
სულ კომენტარები: 0 | |