მთავარი » 2010 » ნოემბერი » 7 » შემწვარი ბრინჯი ჩინურად
12:05 PM
შემწვარი ბრინჯი ჩინურად



  • საჭირო მასალა

  • 500 გრ.ბრინჯი
  • 3 კვერცხი
  • 3 ს.კ ზეთი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 სტაფილო
  • 150 მწვანე ბარდა
  • 1 ს.კ სოიოს სოუსი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • მარილი

მომზადების წესი

  1. ბრინჯი მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე დახურული თავსახურით
  2. გაასუფთავეთ ნიორი და სტაფილო. ნიორი დაჭერით წვრილად. სტაფილო დაჭერით გრძლად. მწვანე ხახვი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით.
  3. კვერცხი ათქვიფეთ. ტაფაში გააცხელეთ 1 ს.კ ზეთი, დაასხით ათქვეფილი კვერცხი და შეწვით დაბალ ცეცხლზე, 7-8 წ. მოხსენით ცეცხლიდან და გააციეთ.
  4. დარჩენილი ზეთი გააცხელეთ დიდ ქვაბში, ჩაალაგეთ სტაფილო და ამზადეთ, 5-7 წუთი, მანამ სანამ არ დარბილდება. დაამატეთ ნიორი, მჭვანე ხახვი და ბარდა. ყველა ინგრიდიენტი შეურიეთ ერთმანეთს. ამზადეთ კიდე 1-2 წუთი. გადმოიტანეთ ბრინჯი ქვაბში და შეურიეთ ბოსტნეულთან.
  5. შემწვარი კვერცხი შეურიეთ ბრინჯთან და ბოსტნეულთან. დაასხით სოიოს სოუსი და , თუ საჭიროა, დაამატეთ ცოტა მარილი. გადმოიტანეთ ბრინჯი თეფშზე და გაალამაზეთ მწვანილით.


გემრიელად მიირთვით!

წყარო:   მზარეულის ოცნება

































კატეგორია: კულინარია | ნანახია: 2019 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 3.3/3
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar