ბავშვობიდან ვერ ვხედავდი კარგად, მაგრამ ფოტოების გადაღებას ყოველთვის ვახერხებდი და კარგადაც გამომდიოდა,
მაგრამ მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ზოგჯერ გამჟღავნების ფული არ მქონდა.
მაგის კი არა მამაჩემს იმდენი ვალები ქონდა მაღაზიებში, რომ უპუროდაც კი ვრჩებოდით. მაგრამ ღმერთმა გაგვაძლებინა და ფოტო ხელოვნებაზეც ჩავაბარე.
მამაჩემი ავიდან წინააღმდეგი იყო, მაგრამ მერე ისე დაიწყო სმა რომ საერთოდ არ აინტერესებდა ჩემი მომავალი. ხო ისე რაც შეეხება ჩემს ოჯახს. დედა ჩემს მშობიარობას გადაყვა. მამას ძალიან უყვარდა დედა. ადრე კარგად ცხოვრობდნენ ჩემები, მაგრამ მამაჩემმა დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი გაყიდა და ფული სასმელში გადაყარა. მყავდა ბებია და ბაბუა, რომლებიც იმერეთში ცხოვრობენ. იქ სოფლის ცხოვრებას მიჰყვებიან და არიან. მე და მამაჩემი კი თბილისში, სოლოლაკში ვცხოვრობდით. კაი უბანია სოლოლაკი, ბევრი რამეა აქ საინტერესო. მეორე ბინაც გვქონდა ბარნოვზე, რომლიც გაქირავებული იყო უცხოელებზე და იმ ფულით ვცხოვრობდით მე და მამაჩემი. მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც დაგვტოვეს ჩვენი სახლის ინვესტორებმა და დავრჩით ხახამშრალი.
|