მთავარი » 2008 » დეკემბერი » 16 » ხალხური იავნანების ტექსტები
4:26 PM
ხალხური იავნანების ტექსტები
 

                                             

  

ხალხური იავნანების ტექსტები

იავნანა, ვარდო ნანა, იავნანინაო,
დაიძინე, გენაცვალე, იავნანინაო,
ვარსკვლავები ამოსულა, იავნანინაო,
მთვარე შეშინებულაო, იავნანინაო,
მანანოები მოდიან, იავნანინაო,
ძილი მოაქვთ გუდითაო, იავნანინაო,
თვალს გავუვსებ ძილითაო, იავნანინაო,
დაიძინე, გენაცვალე, იავნანიანო.


დაიძინე, დაისვენე, ნანავ და ნანინავ,
ძილი და მოსვენებაო, ნანავ და ნანინავ,
მაგ შენს პატარა საწოლში, ნანავ და ნანინავ,
გენაცვალე, გენაცვალე, ნანავ და ნანინავ,
მოდი, ნანა, პატარასთან, ნანავ და ნანინავ,
ძილი და მოსვენებაო, ნანავ და ნანინავ,
ამ ჩვენ პატარა შვილსაო, ნანავ და ნანინავ,
ვუმღერი ნაზი ხმითაო, ნანავ და ნანინავ,
მოვგვრი ტკბილად ნანასაო, ნანავ და ნანინავ.


ნანა, ნანა ქალასაო, (ვაჟკაცსაო)
ანგელოზის ცალასაო,
ძილი მოდის თვალასაო,
აჩუჩუნებს ჩალასაო.


ნანი, ნანა, ნანინა,
ტკბილი ძილით დაიძინე, გულს ნათელი დაიფინე,
ეს საწოლი კარგი ხისა, შენ ვარსკვლავი ხარ ცისკრისა,
თვალის სინათლე დედისა, მერე კი მთელი ქვეყნისა,
ენა მომე მგალობლისა, რომ ნანა გითხრას ქებისა.


იავნანა, ვარდო ნანა, იავნანინაო,
დაიძინე, გენაცვალოს შენი მშობელიო,
შენს ვაჟკაცობას (დაქალებას) მომასწრებს მე ღვთისმშობელიო.


ნანას გეტყვი ძილისთვინა,
შენი მოსვენებისთვინა,
იამა გშობა შობითა,
ვარდმა გაგზარდა ქებითა,
ნარგიზმა ძუძუ გაწოვა,
მას ჰგევხარ ფეროვნებითა,
დაიძინე, ჩემო შვილო,
გახდი მშობელიო,
შენს ქორწილში დამჭირდება სამი სოფელიო

 

 

 

 

 




კატეგორია: პატარა ბავშვი | ნანახია: 3240 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar