მზე — მზის სისტემის უდიდესი და ერთადერთი ვარსკვლავი. მზის ირგვლივ
ბრუნავენ მზის სისტემის სხვა ობიექტები - პლანეტები და მათი თანამგზავრები,
ჯუჯა პლანეტები და მათი თანამგზავრები, ასტეროიდები, მეტეორიტები,
კომეტები და კოსმოსური მტვერი. მზის მასა არის მზის სისტემის მასის 99,8 %.
მზის გამოსხივების მეშვეობით დედამიწაზე არსებობს სიცოცხლე (ფოტონები
საჭიროა ფოტოსინთეზის საწყისი ეეტაპისთვის). მზე შედგება წყალბადისგან
(მასის 73 % და მოცულობის 92 %), ჰელიუმისგან (მასის 25 % და მოცულობის 7 %
[3]) და სხვა ელემნტებისგან - რკინისგან, ნიკელისგან, აზოტისგან,
გოგირდისგან, ნიკელისგან, ჟანგბადისგან, აზოტისგან, მაგნიუმისგან,
ნეონისგან, კალციუმისგან და ქრომისგან.[4]. სპექტრალური კლასიფიკაციით მზე
მიეკუთვნება G2V ტიპს («ყვითელი ჯუჯა»). მზის ტემპერატურა შეადგენს 5505 °C
(5778°K) მზის ლაქების ტემპერატურა 4000 °C -ია, სპექტრის ანალიზის და
თეორიული გამოთვლების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ მის ცენტრში ტემპერატურა
დაახლოებით 15 700 000 °C -ია. ამის გამო მზე თეთრად ანათებს, მაგრამ
დედამიწის ატმოსფეროს მიერ სპექტრის მოკლე ტალღების შთანთქვის გამო
დედამიწის სიახლოვეს მზის სხივი მოყვითალოიერს იღებს.
ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...
|