მთავარი » 2009 » მაისი » 8 » კოსმოსში უკვე სკაფანდრის გარეშე
2:15 PM
კოსმოსში უკვე სკაფანდრის გარეშე
 
 
რუსული კოსმოსური ხომალდი ,,რუს”-ის ეკიპაჟი 2010 წლის დასაწყისში კოსმოსში სკაფანდრების გარეშე, სპეციალური კაფსულებით გაემგზავრება. პროექტის შესახებ დაწვრილებით ყვება სერგეი პოზნიაკოვი, რომელიც აღნიშნული მისიის მთავარი კოორდინატორია.

 

როგორც სერგეი პოზნიაკოვმა განაცხადა, ეკიპაჟის ის წევრები, რომლებიც არ იქნებიან ხომალდის მართვით დაკავებულები, ჩასხდებიან ჰერმეტულ კაფსულებში. აღნიშნული კაფსულები არის გაცილებით უსაფრთხო და საიმედო კოსმოსში გადაადგილების დროს, ვიდრე წინამორბედი სკაფანდრები.

თუმცაღა ეს ყველაფერი ჯერ-ჯერობით იდეაა. პროექტის განხორციელება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური კომიის დასკვნის შემდეგ. კომისიამ უნდა დაამტკიცოს კაფსულის უსაფრთხოება.

რუსეთში ჩატარდა კონკურსი კაფსულის დიზაინის შესახებაც, რომელშიც კომპანია ,,ენერგიამ” გაიმარჯვა. აგრეთვე იგეგმება კოსმოსული ხომალდების ულტრა თანამედროვე სავარძლებით აღჭურვაც.
 
 
 
 
 




კატეგორია: კოსმოსი | ნანახია: 1620 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar