ევროპის
კოსმოსური სააგენტო (ESA) კოსმოსური აპარატის "როზეტას" მიახლოებას
ასტეროიდთან (21 Lutetia) პირდაპირ ეთერში წარმოადგენს. ამის შესახებ
სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაცხადდა.
ტრანსლიაცია 10 ივლისს
გრინვიჩის დროით 16 სთ-ზე (თბილისის დროით 20:00), ინტერნეტში სააგენტოს
სპეციალურ გვერდზე - www.livestream.com დაიწყება.
გეგმის
თანახმად, კოსმოსური აპარატი, რომელიც 15 კმ/წმ სიჩქარით იმოძრავებს,
ასტეროიდს 2162 კმ-ის მანძილზე მიუახლოვდება.
ისტორიაში "ლუტეცია"
ყველაზე დიდი ასტეროიდია (საშუალო დიამეტრი 95 კმ), რომელსაც კოსმოსური
აპარატი ოდესმე მიახლოებია. ჯერ კიდევ 1852 წელს აღმოჩენილი ასტეროიდი
გამოსხივების სპექტრის უჩვეულო თვისებების გამო ბოლო დროს ასტრონომების
ინტერესს იწვევს. სწორედ ამ მიზეზით მეცნიერებს მისი შემადგენლობის დადგენა
უჭირთ.
"ლუტეციასთან" მიახლოება კოსმოსური აპარატის "როზეტას"
მთავარი მიზანი არაა, რომელიც 2004 წელს გაუშვეს. მისი ამოცანა მზის
სისტემაში რთული მანევრის განხორციელებაა, რათა 2014 წელს მიუახლოვდეს და
შეისწავლოს კომეტა 67P, რომელიც ჩურიუმოვ-გერასიმენკოს სახელით არის
ცნობილი.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.