15 წლის წინ ჩვენმა ორგანიზაციამ ლეოპარდი თავის ემბლემად აირჩია არამარტო, როგორც ქართული კულტურის ერთერთი სიმბოლო,
არამედ როგორც კავკასიის ცხოველთა სამყაროს ყველაზე იშვიათი წარმომადგენელი. საქართველოში ბოლო ლეოპარდი 50 წლის წინ მოკლეს.
ბევრს ეგონა, რომ ეს უკანასკნელი ინდივიდი იყო ჩვენს ქვეყანაში . . .
თუმცა: ა. წ. აპრილში ჩვენი ცენტრის (NACRES) მიერ ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში დამონტაჟებულმა ფოტო-ხაფანგმა სახეობისთვის დამახასიათებელი მთელი სილამაზით, გრაციოზულობითა და მედიდურობით აღსავსე ახალგაზრდა მამრი ლეოპარდი დააფიქსირა!
სავარაუდოდ ეს არ არის ერთადერთი ინდივიდი ჩვენი ქვეყნის ამ ნაწილში. ამჟამად სპეციალური ჯგუფი მივლინებულნია არიან ვაშლოვანის სახელწიფო ნაკრძალში დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად. ახლად აღმოჩენილი ფაქტები მომავალშიც წარედგინება ფართო საზოგადოებას.
1994 წლიდან ჩვენი ცენტრი ამ რეგიონში ინტენსიურ კვლევებს აწარმოებს. ამ დროის განმავლობაში დეტალურად იქნა შესწავლილი და გამოკვლეული რეგიონის ბიოლოგიური მრავალფეროვნება. მიუხედავად ამისა, ამ ტერიტორიაზე ლეოპარდის არსებობა არ გამოვლენილა.
ეს ცხოველი საქართველოს სხვა კუთხეებშიც აღარ გვხვდებოდა და გადაშენებულად იყო მიჩნეული.
ამიტომ სენსაციას არავინ ელოდა!
დანარჩენი იხილეთ სრულიადში
|