მთავარი » 2011 ივნისი 14 » სამარხვო პეროგი ვაშლით
2:22 PM სამარხვო პეროგი ვაშლით | |
მასალა ცომისთვის: სამარხვო მაიონეზი 370გრ შაქარი 300გრ 1 ცალი მცენარეული მარგარინი (მე ONA-ს ვიყენებ), გამდნარი 1 ცალ ლიმნის წვენში გახსნილი 1 ჩ/ჭ სოდა ვანილი 6 ჭ ფქვილი (დაახლოებით 1კგ, შეიძლება ცოტა მეტი) მასალა გულისთვის: 6 ცალი გახეხილი ვაშლი 1/2 ჭიქა ქიშმიში (დაახლოებით 100 გრ, ) 1/2 ჭ შაქარი (დაახლოებით 100 გრ) ვანილი ცომს რომ მოზილავ, ხელზე არ უნდა გეკრობოდეს, შემდეგ მზა ცომი გაყავი 2 ტოლ ნაწილად. ერთი ნაწილი დადე ჟარონაზე ცენტრში და ზედ გააბრტყელე ხელებით. მერე წაუსვი გული. რაც შეეხება ცომის ბოლო, მეორე ფენას, ცომს მოაგლიჯე პატარ-პატარა ნაწილები, აბრტყელე და "ლატკებივით" დაადე ზემოდან ვაშლის ფენას. ბოლოს შეეცადე, ნაპირები ჩაუკეცო, რომ გულმა გარეთ არ გამოჟონოს. მოკლედ, ეს მეორე ფენა რაღაცნაირად გაანაწილე ასე ნაწილ-ნაწილ, თუ ზედმეტი დაგრჩება, სადმე დადე დამატებით "ლატკად". გემრიელად მიირთვით! ინფორმაციის წყარო: Mzareuli.Ucoz.Com | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
0
1
Anonymously
• 10:28 AM, 2016-11-04 | |