მთავარი » 2011 » ივნისი » 14 » უშვილობის მკურნალობის ეფექტური საშუალებები
12:17 PM
უშვილობის მკურნალობის ეფექტური საშუალებები


,,წყვი­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის უშ­ვი­ლო­ბა პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს. ამის მი­უ­ხე­და­ვად ექ­ვსი­დან ერ­თი წყვი­ლის­თვის და­ფეხ­მძი­მე­ბა ბრძო­ლას ემ­სგავ­სე­ბა, რო­მე­ლიც თორ­მე­ტი თვი­დან თორ­მეტ წლამ­დე გრძელ­დე­ბა~, ამ­ბობს მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი არ­თურ უა­ი­სო­ტი, რო­მე­ლიც უშ­ვი­ლო­ბის სა­კით­ხით და­კა­ვე­ბულ ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობს. ,,ჩვენ ვხვდე­ბით პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ფეხ­მძი­მე­ბას ცდი­ლობ­დნენ, ამ­ბობს ექი­მი უა­ი­სო­რი. და დღემ­დე ფარ­ხმა­ლი არ და­უყ­რი­ათ. ჩვენს კლი­ნი­კა­ში იწ­ვა ქა­ლი, რო­მელ­საც სხვა კლი­ნი­კებ­ში შვიდ­ჯერ გა­უ­კეთ­და ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა. ჩვენ­თან მან შეძ­ლო დე­დო­ბის სი­ხა­რუ­ლი გა­ნე­ცა­და~.
სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც უა­ი­სო­ტი მუ­შა­ობს, წი­ნას­წა­რი გა­მოკ­ვლე­ვა სა­მი-ოთ­ხი თვის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბა და იწ­ყე­ბა მარ­ტი­ვი, არა­ინ­ვა­ზი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბით ქა­ლის რექ­ტა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის გრა­ფი­კის შედ­გე­ნა და მა­მა­კა­ცის თეს­ლის ანა­ლი­ზი.
არ­სე­ბობს უფ­რო მარ­ტი­ვი და სხწრა­ფი ხერ­ხე­ბი?
რა თქმა უნ­და, არ­სე­ბობს და ექი­მი უა­ი­სო­ტი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორ დე­ი­ვიდ მელ­დრუმ­თან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე ტესტს გთა­ვა­ზობთ.
გა­მო­ი­ყე­ნეთ სა­ჭი­რო დრო. სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის ქრო­ნო­მეტ­რი­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­დე­საც სა­კით­ხი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას ეხე­ბა. სხე­უ­ლის რექ­ტა­ლურ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ტუ­რა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა (ჩა­წე­რა) სტან­დარ­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რაა, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ოვუ­ლა­ცი­ის დრო­ის და­სად­გე­ნად. ამ პრო­ცეს­ში სი­ზუს­ტის გა­საზ­რდე­ლად, ექი­მი უა­ი­სო­რი გირ­ჩევთ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში გა­მო­ი­ყე­ნოთ ოვუ­ლა­ცი­ის დრო­ის და­სად­გე­ნი ხელ­საწ­ყო­ე­ბი, რომ­ლებ­საც ოვუ-ქუ­იქ და ოვუ-ქით ეწო­დე­ბა.
თქვე­ნი სხე­უ­ლის წო­ნა ნორ­მამ­დე მი­იყ­ვა­ნეთ. ექი­მი უა­ი­სო­ტი გა­მო­ხა­ტავს შეშ­ფო­თე­ბას არა­საკ­მა­რი­სი წო­ნის ქა­ლე­ბის გა­მო. ,,თუ ქა­ლის წო­ნა ნორ­მა­ლურ­ზე ნაკ­ლე­ბია და ცხი­მის შემ­ცვე­ლო­ბა მცი­რეა, ამ­ბობს ექი­მი, მი­სი ჰორ­მო­ნუ­რი რე­გუ­ლა­ცია შე­იძ­ლე­ბა და­ირ­ღვეს. ამი­ტომ ოვუ­ლა­ცია არა­რე­გუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა, ან სა­ერ­თოდ წყდე­ბა~.
ჭარ­ბწო­ნი­ან ქა­ლებს ასე­ვე აქვს გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. 204 უშ­ვი­ლო ქა­ლის გა­მოკ­ვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ოვუ­ლა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ბე­ლე­მე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით აწუ­ხებს მათ, ვი­საც აქვს 20-პრო­ცენ­ტი­ა­ნი გა­დახ­რა ნორ­მა­ლუ­რი წო­ნი­დან ამა თუ იმ მხა­რეს. ,,ქალს იდე­ა­ლუ­რი წო­ნა უნ­და ჰქონ­დეს და­ფეხ­მძი­მე­ბის მცდე­ლო­ბამ­დე ექ­ვსი-ათი თვით ად­რე~, ამ­ბობს სამ­ხრეთ კა­ლი­ფორ­ნი­ის მე­ა­ნო­ბის და გი­ნე­კო­ლო­გი­ის ყო­ფი­ლი პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, უი­ლი­ამ ბე­იტ­სი.
მა­მა­კა­ცე­ბო, არ მი­ი­ღოთ ცხე­ლი აბა­ზა­ნა. აი უკ­ვე რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბას ცხე­ლი აბა­ზა­ნა რო­მან­ტი­კულ გან­წყო­ბას უქ­მნის, მაგ­რამ უნ­და იცო­დეთ, რომ თუ მა­მო­ბა გინ­დათ, ცხელ აბა­ზა­ნა­ზე უა­რი უნ­და თქვათ. ცხელ წყალს შე­უძ­ლია და­ა­ზი­ა­ნოს, ან გა­ა­ნად­გუ­როს, სპერ­მა­ტო­ზო­ი­დე­ბი. ცხე­ლი აბა­ზა­ნა მო­გა­დუ­ნებთ და ლი­რი­კულ გან­წყო­ბა­ზე და­გა­ყე­ნებთ, მაგ­რამ ნუ­ლამ­დე შე­ამ­ცი­რებს სპერ­მის სი­ცოც­ხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას და აქ­ტი­უ­რო­ბას. გა­მოკ­ვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნეს, რომ ერ­თსა­ა­თი­ა­ნი ცხე­ლი აბა­ზა­ნა ექ­ვსი კვი­რით ამ­ცი­რებს სპერ­მის გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის უნარს. ცხელ აბა­ზა­ნა­ზე უა­რი უნ­და თქვათ და­ფეხ­მძი­მე­ბის მცდე­ლო­ბამ­დე ექ­ვსი კვი­რით ად­რე.
გა­მოც­ვა­ლეთ საც­ვლე­ბი. ზო­გი­ერ­თი ექი­მი მა­მა­კა­ცებს ურ­ჩევს, თა­ვი­სუ­ფა­ლი (მოკ­რი­ვის) საც­ვა­ლი ატა­რონ. ისი­ნი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მჭიდ­რო საც­ვა­ლი ზი­ანს აყე­ნებს თესლს.
თა­ვი და­ა­ნე­ბეთ მო­წე­ვას. ეს შე­საძ­ლოა ად­ვი­ლი არ არის, მაგ­რამ, თუ მარ­თლა გინ­დათ მა­მა გახ­დეთ, ეს უნ­და შეძ­ლოთ. ,,მწე­ვე­ლებ­ში მარ­თლაც აღი­ნიშ­ნე­ბა სპერ­მის რა­ო­დე­ნო­ბის და მოძ­რა­ო­ბის უნა­რის შემ­ცი­რე­ბა~, ამ­ბობს ექი­მი უა­ი­სო­ტი.
და­ლი­ეთ უკო­ფე­ი­ნო ყა­ვა. ქა­ლი, რო­მელ­საც და­ფეხ­მძი­მე­ბა უნ­და, წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს, თუ კო­ფე­ი­ნის შემ­ცველ ყა­ვა­ზე (ან სხვა სას­მე­ლებ­ზე) იტ­ყვის უარს. გა­მო­ყე­ნე­ბი­თი მე­დი­ცი­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის მკვლე­ვა­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ქა­ლებს, რო­მე­ლიც დღე­ში ერთ ჭი­ქა ყა­ვა­ზე მეტს სვა­მენ, და­ფეხ­მძი­მე­ბის შან­სი ორ­ჯერ მცი­რე აქვთ. რაც უფ­რო მეტ ყა­ვას სვამს ქა­ლი, მით ნაკ­ლე­ბია და­ფეხ­მძი­მე­ბის შან­სი.
ორი სქე­სობ­რი­ვი აქ­ტი ერთ სა­ათ­ში. თეს­ლის გად­მონ­თხე­ვის სიხ­ში­რეს­თან ერ­თად მცირ­დე­ბა სპერ­მის რა­ო­დე­ნო­ბაც. ამის მი­უ­ხე­და­ვად, და­ბა­ლი რა­ო­დე­ნო­ბის სპერ­მის მქო­ნე მა­მა­კა­ცებ­ში ერ­თი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ო­რე თეს­ლის გად­მონ­თხე­ვა მეტ სპერ­მას შე­ი­ცავს, ვიდ­რე პირ­ვე­ლი. ეს მო­საზ­რე­ბა დამ­ტკიც­და მცი­რე ექ­სპე­რი­მენ­ტის დროს. ერ­თი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ორი სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის შე­დე­გად 25% წყვი­ლი გა­ნა­ყო­ფი­ერ­და.
მი­ი­ღეთ რო­ბი­ტუ­სი­ნი (რობიტუსსინ). მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ჯე­რი ჩეკ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ რო­ბი­ტუ­სი­ნი ათ­ხი­ე­რებს ლორ­წოს, აად­ვი­ლებს სპერ­მის მოხ­ვედ­რას კვერ­ცხუჯ­რედ­ში. მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორ­მა მარკ კო­გან­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ გვა­ი­ფე­ნე­სი­ნი (გუაიფენესინ) რუ­ბი­ტუ­სი­ნის და გა­ცი­ვე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ზო­გი­ერ­თი სხვა წამ­ლის ინ­გრე­დი­ენ­ტი ასე­ვე ათ­ხი­ე­რებს თესლს. ,,უფ­რო თხი­ერ, მოძ­რავ სპერ­მას კვერ­ცხუჯ­რე­დამ­დე მიღ­წე­ვის და მი­სი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის მე­ტი შან­სი აქვს~, ამ­ბობს ექი­მი კო­გა­ნი. ექი­მი ასე­ვე ურ­ჩევს მა­მა­კა­ცებს დღე­ში 500 მგ ვი­ტა­მი­ნი ჩ მი­ი­ღონ (ეს კი­დევ უფ­რო გაზ­რდის გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის შანსს).

მასალის წყარო: Narkozi.Com









კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1006 | დაამატა: allfile | ტეგები: mshobiaroba, sqesobrivi, მე­დი­ცი­ნის, ექი­მი, სპერ­მა, dafexmdzimeba, sperma, სქე­სობ­რი­ვი, dafekhmdzimeba, და­ფეხ­მძი­მე­ბა | რეიტინგი: 4.5/4
სულ კომენტარები: 0
avatar