მთავარი » 2011 » ივნისი » 14 » ნარკომანიის წინააღმდეგ პირველი ვაქცინა შეიქმნა
11:20 AM
ნარკომანიის წინააღმდეგ პირველი ვაქცინა შეიქმნა


ვეილ კორნელის სამედიცინო კოლეჯის ამერიკელმა მეცნიერებმა ექიმ რონალდ კრისტალის ხელმძღვანელობით, შეიმუშავეს ვაქცინა, რომელიც ნარკომანს ნარკომანიასთან გამკლავებაში ეხმარება.

მკვლევარებმა საცდელ თაგვებში კოკაინის საწინააღმდეგო იმუნიტეტი ერთი აცრით გამოიწვიეს.

ვაქცინის ეფექტურობის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ის ორგანიზმში იმუნურ პასუხს იწვევს და კოკაინზე მანამდე მოქმედებს, ვიდრე ნარკოტიკი თავის ტვინამდე მიაღწევს, რაც ჰიპერაქტიურობას აფერხებს.

ამგვარად, ანტისხეული კოკაინის ნაწილაკებს შთანთქავს და ორგანიზმი კოკაინს იღებს, როგორც ზიანის მატარებელ ვირუსს, რომელიც ორგანიზმში შეიჭრა. ამგვარი ეფექტი სულ მცირე 13 კვირა მოქმედებს. ვაქცინა ორგანიზმში გამუდმებით შეყვანას არ მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ანტისხეული კოკაინს სინჯარაშიც კი კარგად უმკლავდება.









კატეგორია: ნარკომანია | ნანახია: 1489 | დაამატა: allfile | ტეგები: ორგანიზმში, organizmshi, vaqcia, ვაქცინა, კოკაინს, kokaini, vakcia, ორგანიზმი, კოკაინი, organizmi | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar