მთავარი » 2011 » ივნისი » 14 » ჰომეოპათია – მომავლის მედიცინა
11:10 AM
ჰომეოპათია – მომავლის მედიცინა



ჰომეოპათიას ხშირად მომავლის მედიცინას უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ გამოყენებული მეთოდები შორეულ წარსულში იღებს სათავეს. თანამედროვე მსოფლიოში, მეცნიერების ამ ახალი მიმართულების ნამდვილი ბუმია.
დღესდღეობით, პრინციპი "არ ავნო” ექიმებისათვის სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება. გართულებული ეკოლოგიური მდგომარეობა, არასწორი კვება, სტრესი, ანტიბიოტიკების ფართო გამოყენება და სხვა მრავალი ფაქტორი ადამიანთა ჯანმრთელობაზე აისახება.
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ჰომეოპათია ცდილობს ადამიანს საკუთარი ორგანიზმის სარეზერვო ძალების, პოტენციალის გამოყენებაში დაეხმაროს, რათა აქტიური წინააღმდეგობა გაუწიოს შიდა და გარე უარყოფით ფაქტორებს.
ეს კი, პირველ რიგში, იმუნურ, ენდოკრინულ და ნერვულ სისტემაზეა დამოკიდებული, რომელიც მთელი ორგანიზმის მუშაობას არეგულირებს. სპეციალისტების ნაწილის აზრით, სწორედ ამას აკეთებს ახალი თაობის ჰომეოპათიური პრეპარატები, რაც მრავალი დაავადების ეფექტურ პროფილაქტიკას განსაზღვრავს.
კონკრეტულად, რა დაავადებებს კურნავს ჰომეოპათია? ირკვევა, რომ, პრაქტიკულად, ნებისმიერს, თუ სასწრაფო ქირურგიული ჩარევა არ არის საჭირო. დღეისათვის, ჰომეოპათიური საშუალებები ფართოდ გამოიყენება ნევროლოგიაში, პედიატრიაში, გინეკოლოგიაში, ნაწლავის ტრაქტის, სასუნთქი გზების სამკურნალოდ.
ექსპერტების ნაწილი ირწმუნება, რომ ჰომეოპათიური წამლები გამოჯანრთელობასაც აჩქარებს და ორგანიზმს მომავალი გართულებებისგანაც იცავს.

ინფორმაციის წყარო: Narkozi.Com














კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1752 | დაამატა: allfile | ტეგები: მრავალი, პროფილაქტიკა, profilaqtika, homeopatia, mravali, prepatatebi, პრეპარატები, ჰომეოპათიური, ორგანიზმი, organizmi | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar