მთავარი » 2011 » ივნისი » 14 » საქართველოს დელეგაცია სურინამში გაემგზავრება
11:01 AM
საქართველოს დელეგაცია სურინამში გაემგზავრება



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია დღეს, ორდღიანი ვიზიტით სურინამში გაემგზავრება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, სურინამთან საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები ცოტა ხნის წინ დაამყარა და ქართულმა მხარემ შესაბამისი მიწვევა მიიღო ვიზიტის განხორციელების შესახებ.

„სულ ახლახან დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობა სურინამთან და ძალიან გვიხარია, რომ შესაბამისი მოწვევა მივიღეთ საკმაოდ სწრაფ ტემპში, რაც მოწმობს, რომ დაინტერესება მაღალია. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ჩვენი ინიციატივით განხორციელდა, შესაბამისად, ინტერესით ველით, თუ როგორც ჩაივლის ეს ვიზიტი." - განაცხადა ნინო კალანდაძემ.





კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1240 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar