მთავარი » 2011 ივნისი 10 » პრეზიდენტმა ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა დაათვალიერა
5:10 PM პრეზიდენტმა ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა დაათვალიერა | |
ნოემბრის ბოლოს სვენეთი-რუისს ახალი გზა დააკავშირებს. 15-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი გზაზე გამავალი 800 მეტრის სიგრძის გვირაბის გაჭრის პროცესსაც დაესწრო. იგი თავად მართავდა სპეციალურ ტექნიკას, რომლის მეშვეობითაც გაიჭრა გვირაბის ბოლო კედელი.
ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მოინახულა ავტობანის შემადგენელი
ნაწილი - დასასვენებელი პუნქტი, რომელზეც სამუშაოებს ატარებს კომპანია
"ვისოლი". მშენებლობის პროცესი უკვე დასრულებულია და ამჟამად იქ
მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. თავად ამ პუნქტზე დასაქმებულია
100 ადამიანი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |