5:07 PM გილაური ვენაში ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა | |
ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ვენაში დასრულდა. ფორუმის მეორე დღეს, რომლის მთავარი თემაც მსოფლიოში კორუფციასთან ბრძოლაა, მთავარი მომხსენებლი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო. გილაურმა საქართველოს მაგალითი გაიხსენა და იმ რამდენიმე წელიწადზე ილაპარაკა, რაც საქართველოს კორუფციასთან ბრძოლაში დასჭირდა. სხდომის მონაწილლებმა აღნიშნეს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ებრძოლო ქვეყანაში კორუფციას. ამავე სხდომაზე, კომპანია "სიმენსის" დირექტორმა საკუთარი მაგალითი გაიხსენა და თქვა, რომ, რამდენიმე წლის წინ მის კომპანიაში კორუფცია საკმაოდ მაღალ დონეზე იყო და ის საქართველოს მაგალითით მოიქცა - სამსახურიდან ძველი თანამშრომლები გაუშვა და ისინი ახლებით ჩაანაცვლა. "ფორუმზე ყველამ აღნიშნა, რომ საქართველო არის მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენი ქვეყანა არის მთავარი ლიდერი იმ ტრანსფორმაციაში, რასაც ჰქვია კორუფციასთან ბრძოლა. ამის რეკლამირება ხდება არა მარტო ჩვენ მიერ, არამედ სხვა ორგანიზაციების მიერ," - განაცხადა გილაურმა. ფორუმის ერთ-ერთი აქტუალური თემა ენერგოუსაფრთხოება იყო. ამ საკითხებზეც სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა ნიკა გილაური. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |