მთავარი » 2011 » ივნისი » 10 » გიგი უგულავა დღეს facebook-ზე ონლაინ-კონფერენციას გამართავს
5:04 PM
გიგი უგულავა დღეს facebook-ზე ონლაინ-კონფერენციას გამართავს



დედაქალაქის მერი გიგი უგულავა მოქალაქეების კითხვებს დღეს facebook-ის მეშვეობით უპასუხებს. როგორც onlinenews.ge-ს თბილისის მერიიდან აცნობეს, ონლაინ-კონფერენცია საათნახევარი გაგრძელდება. 
გიგი უგულავა თბილისელების კითხვებს 20:30 საათიდან 22:00 საათამდე უპასუხებს.
ონლაინკონფერენციაში მონაწილეობისთვის დაინტერესებული პირები facebook-ზე უნდა ეწვიონ დედაქალაქის მერის გვერდს - Gigi Ugulava. თბილისის მერი იმ კითხვებსაც უპასუხებს, რომლებიც მის გვერდზე ონლაინ-კონფერენციის დაწყებამდე, მთელი დღის განმავლობაში დაიდება.
აღსანისნავიია, რომ ხელისუფლებიდან უგულავა პირველია, ვინც ონლაინ-კონფერენციას facebook-ის მეშვეობით მართავს.











კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 1160 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar