მთავარი » 2011 » ივნისი » 10 » Microsoft–მა Windows 8 წარმოადგინა
9:48 AM
Microsoft–მა Windows 8 წარმოადგინა



Microsoft–მა კალიფორნიის შტატში საოპერაციო სისტემა Windows 8 წარმოადგინა. ამის შესახებ კომპანიის საიტი იუწყება.

საოპერაციო სისტემის ახალი ვერსია იმუშავებს როგორც კომპიუტერულ არქიტექტურა x86–ზე, ისევე ARM–ის მობილურ ჩიპებზე. Windows–ის წამყვანი სპეციალისტის სტივენ სინოფსკის განცხადებით, „პლანშეტური" დამატებების ჩატვირთვა შესაძლებელი იქნება იმ კომპიუტერებშიც, რომელთა მართვა „მაუსისა" და კლავიატურის საშუალებით ხდება.

სინოფსკის სიტყვებით, Windows 8–ეს სისტემის კოდური სახელწოდებაა, ხოლო  თუ რა სახელით გამოვა საოპერაციო სისტემა ბაზარზე, ჯერჯერობით უცნობია.

სისტემის ინტერფეისი Windows 7–თან შედარებით მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის.

Windows 8–ის გამოშვების თარიღი არ სახელდება, თუმცა Microsoft–ი აზუსტებს, რომ ახალი ვერსიების ჩაშვებას ორ–სან წელიწადში ერთხელ გეგმავს. შესაბამისად,  Windows 8–ის გამოსვლას 2012 წლისთვის უნდა ველოდოთ.










კატეგორია: პროგრამისტები, კომპანიები ... | ნანახია: 1210 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar