რუსეთის
უშიშროების ფედერალური ბიუროს სასაზღვრო სამსახურის მრჩევლები ყირგიზეთის
სამხრეთით, ქალაქ ოშში იმყოფებიან, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო
"Фергана.Ру".
მესაზღვეების შტაბი, სააგანტოს ინფორმაციით, ქალაქის
ცენტრში მდებარეობს. ოშში რუსეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელთა
გაგზავნის შესახებ განცხდება რამდენიმე დღის წინ ყირგიზეთში ვიზიტისას, ამ
სამსახურის დირექტორმა ვლადიმირ პრონიჩევმა გააკეთა. რესპუბლიკის სამხრეთით
40 მესაზღვრე უნდა გაეგზავნათ.
პრონიჩევის თქმით, მრჩევლები
ყირგიზულ მხარეს იმ ტრანსსასაზღვრო დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან ბრძოლაში
დაეხმარებიან, რომლებიც ნარკოტიკების კონტრაბანდით არიან დაკავებულნი და
არალეგალ მიგრანტებს გადაადგილებაში ეხმარებიან.
შეგახსენებთ, რომ
ყირგიზეთში რუსეთის ფედერაციის რამდენიმე სამხედრო ობიექტია განთავსებული.
ქვეყნის სამხრეთით ივნისის არეულობის დროს ხელისუფლებამ რუსეთს სამხედრო
დახმარების თხოვნით მიმართა, რაზეც უარი მიიღო.