მთავარი » 2010 » სექტემბერი » 30 » ბრიტანული ძროხები უკეთ იწველიან, როცა შექსპირის კომედიას უყურებენ
8:17 PM
ბრიტანული ძროხები უკეთ იწველიან, როცა შექსპირის კომედიას უყურებენ



ბრიტანულმა თეატრალურმა ჯგუფმა Changeling Theatre Company უჩვეულო ექსპერიმენტი ჩაატარა. ხელოვანები ძროხების ნახირზე თეატრალური ხელოვნების გავლენას დააკვირდნენ. 

მსახიობების ჯგუფმა კენტის საგრაფოს ერთ-ერთ ფერმაში უილიამ შექსპირის პიესიდან ”უინძორელი მხიარული ცოლები” ნაწყვეტები წარმოადგინა.

”ჩვენ შეგნებულად არ შევასრულეთ სცენები შექსპირის უფრო დრამატული ნაწარმოებებიდან, მაგალითად ”ჰამლეტიდან”, ან ”მაკბეტიდან”, რათა ძროხები შესაფერის გუნება-განწყობაზე არ დამდგარიყვნენ”, - განაცხადა ერთ-ერთმა მსახიობმა-ექსპერიმენტატორმა.  

როგორც ამბობენ, დრამატურგიით აღფრთოვანებულმა ძროხებმა ჩვეულებრივზე 4%-ით მეტი რძე მოიწველეს. ფერმერები ამბობენ, რომ წველადობაზე დადებითად აისახება ყველაფერი, რაც ძროხებს დამშვიდებაში ეხმარება.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1171 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: როცა შექსპირის კომედიას უყურებენ წ, ბრიტანული ძროხები უკეთ იწველიან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar