მთავარი » 2010 » სექტემბერი » 30 » მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კლეოპატრამ თავი ნარკოტიკული კოქტეილით მოიკლა
8:11 PM
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კლეოპატრამ თავი ნარკოტიკული კოქტეილით მოიკლა





ეგვიპტის ცნობილი დედოფალი კლეოპატრა გველის ნაკბენით არ მომკვდარა, როგორც ეს აქამდე მიიჩნეოდა, არამედ მან თავი ოპიუმნარევი სასიკვდილო კოქტეილით მოიწამლა. ასეთ დასკვნას გერმანელი მეცნიერები აკეთებენ.

ისტორიკოსი კრისტოფერ შეფერი ვარაუდობს, რომ სილამაზით განთქმული დედოფალი სიცოცხლეს ხანგრძლივი და მტანჯველი სიკვდილით არ დაასრულებდა. ექსპერტები ალექსანდრიას ესტუმრნენ, სადაც უძველესი სამედიცინო ტექსტები შეისწავლეს. 

მკვლევარებმა კონსულტაცია გამართეს ქვეწარმავალთა სპეციალისტებთანაც, რომელთა თქმით, კობრის ნაკბენის შემდეგ ადამიანს სხეულზე ლაქები აღენიშნება და რამდენიმე დღეში, მტანჯველი სიკვდილით იღუპება.

დედოფლის გარდაცვალების ახალი ვერსიის თანახმად, 40 წლის კლეოპატრამ თავისი სილამაზის უკვდავსაყოფად თავი ოპიუმნარევი საწამლავით მოიკლა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1177 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: რომ კლეოპატრამ თავი ნარკოტიკული კოქ, მეცნიერებმა დაადგინეს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar