მთავარი » 2010 » სექტემბერი » 30 » მსოფლიოს ყველაზე მახინჯ ძაღლად ჩიხუახუა დაასახელეს
8:07 PM
მსოფლიოს ყველაზე მახინჯ ძაღლად ჩიხუახუა დაასახელეს




კონკურსში "მსოფლიოს ყველაზე მახინჯი ძაღლი" ჩიხუახუას ჯიშის ოთხი წლის ძაღლმა, სახელად - პრინცესა ები ფრენსისმა გაიმარჯვა.  

კონკურსის 2010 წლის  გამარჯვებულმა ჟიური დაგრეხილი ფეხებითა და ზურგით განაცვიფრა. პრინცესა "ყველა სიკეთესთან" ერთად ცალთვალაა. ტიტულისთვის ბრძოლაში მან აშკარად დაჯაბნა კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული ბოქსიორი პაბსტი.

პრინცესა ები ფრენსისის პატრონს პრიზის სახით ათასი დოლარი გადასცეს. დაჯილდოვებისას მან გულახდილად აღნიშნა, რომ საკუთარ ძაღლს სულაც არ მიიჩნევს შეუხედავად. მეტიც, მისი აზრით პრინცესა ები მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ძაღლია.

"მახინჯი პრინცესასთვის" ეს პირველი კონკურსია. პატრონს ძაღლი ხუთი თვის წინ თავშესაფრიდან აუყვანია, სადაც ის ქუჩიდან მოხვდა. 

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1393 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: მსოფლიოს ყველაზე მახინჯ ძაღლად ჩიხუ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar