მთავარი » 2010 » სექტემბერი » 29 » გამოფენა ეროვნულ მუზეუმში
3:46 PM
გამოფენა ეროვნულ მუზეუმში




საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს საპატრიარქო დღეს გამოფენას `ძველი და ახალი ქართული საეკლესიო ხელოვნება` წარმოადგენს.
გამოფენა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია II-ს ეძღვნება და ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება. გამოფენის ორგანიზატორთა ცნობით, ექსპოზიციის მიზანია ერთ საგამოფენო სივრცეში წარმოადგინოს შუა საუკუნეებისა და XX-XXI სს-ის საეკლესიო ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნამუშევრები - ფერწერული და ჭედური ხატები, ქვასა და ხეზე კვეთილობის, ნაქარგობისა და ტიხრული მინანქრის ნიმუშები.
გამოფენაზე საზოგადოება იხილავს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმების ფონდებში დაცული შუა საუკუნეების ძეგლებს, რომელთა დიდი ნაწილი პირველად იფინება. თანამედროვე ხელოვნების ექსპოზიციის განყოფილებაში კი წარმოდგენილი იქნება ეკლესია-მონასტრებში, სახელოსნოებში და კერძო მფლობელთა კოლექციებში შერჩეული საეკლესიო ნივთები. აქვე გამოიფინება თანამედროვე კედლის მხატვრობის ფოტოებიც.



კატეგორია: ხელოვნება | ნანახია: 1172 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: გამოფენა ეროვნულ მუზეუმში | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar