მთავარი » 2010 » სექტემბერი » 29 » მარკესის თორმეტი მეგობარი
2:14 PM
მარკესის თორმეტი მეგობარი



მექსიკის ნაკრების კაპიტანმა რაფაელ მარკესმა და მისმა თორმეტმა თანამემამულემ ეროვნული გუნდის მატჩებს ბოიკოტს უცხადებენ. ისინი მოითხოვენ, რომ მექსიკის ფეხბურთის ფედერაციაში გადაადგილებები მოხდეს. კერძოდ, ფეხბურთელები ნაკრების დირექტორ ნესტორ დე ლა ტორეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ. მექსიკური გამოცემა ღეცორდ-ის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას ფეხბურთელები კოლუმბიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ გამოაქვეყნებენ.

შეგახსენებთ, რომ ამასწინათ მექსიკურმა ფედერაციამ ნაკრების ფეხბურთელებს ჯარიმები "ჩამოურიგა" – კარლოს ველა და ეფრაინ ხუარესი ნაკრებიდან ექვსი თვით მოკვეთა, ხოლო 11 ფეხბურთელს – გილიერმო ოჩოას, ფრანსისკო როდრიგესს, კარლოს სალსიდოს, ანდრეს გუარდადოს, ხერარდო ტორადოს, პაბლო ბარერას, ჯოვანი დოს სანტოსს, ხავიერ ერნანდესს, რაფაელ მარკესს, ენრიკე ესკუედოსა და ექტორ მორენოს - 4 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრეს. შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს, კოლუმბიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ ველას და ხუარესს მონტერეის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში წვეულება გაუმართავთ, რომელსაც ხსენებული თერთმეტი ფეხბურთელის გარდა მსუბუქი ყოფაქცევის გოგონებიც ესწრებოდნენ. ფეხბურთელები თავს იმით იმართლებენ, რომ მათ სასტუმროს დატოვება ჰქონდათ აკრძალული, თორემ სხვა მხრივ თავისუფლება არც ეზღუდებოდა – ნაკრების ხელმძღვანელებს უთქვამთ, როგორც მოგესურვებათ, ისე გაერთეთ, ოღონდ სასტუმროს ტერიტორიაზეო...





















კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1087 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar