Lamborghini
პარიზის ავტოსალონზე სპორტქარ Gallardo-ს ლიმიტირებულ სერიას წარმოადგენს,
რომელიც იტალიური მარკისა და საათების კომპანია Blancpain-ის ორწლიან
თანამშრომლობას მიეძღვნა. Blancpain ჩემპიონატ Lamborghini Super Trofeo-ს
სპონსორია.
ახალ მოდელი, რომელსაც LP 570-4 Blancpain Edition
ეწოდა, Gallardo-ზე მსუბუქია, უკეთესი სამუხრუჭე სისტემითა და უფრო
კომფორტული და ძვირფასად გაწყობილი სალონით გამოირჩევა.
სპორტქარი
5,2 ლიტრიანი V10-ით აღჭურვეს, რომელიც 570 ცხ/ძ-ს გამოიმუშავებს. ასეთი
მძლავრი ძრავით Gallardo LP 570-4 Blancpain Edition-ს 320 კმ/სთ სიჩქარის
განვითარება შეუძლია. სპორტქარი 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს 3,4 წამში
ავითარებს, 200 კმ/სთ-მდე კი 6,8 წამი სჭირდება,
ავტომობილზე სხვა ცნობები 2 ოქტომბერს, პარიზის ავტოსალონზე ოფიციალური პრემიერისას გავრცელდება.