მთავარი » 2010 » სექტემბერი » 28 » პრეზენტაცია განათლების სამინისტროში
9:25 PM
პრეზენტაცია განათლების სამინისტროში




საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე ოკუპაციის მუზეუმში  წიგნის - ჩემი თვალით დანახული  რუსული  აგრესია` პრეზენტაციას დაესწრო. წიგნში შესულია მოსწავლეთა ნახატები და ესეები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ რუსულ აგრესიას უკავშირდება და რომელთა ავტორებიც სამინისტროს მიერ ორგანიზებული, ამავე სახელწოდების კონკურსის გამარჯვებულები არიან. 
კონკურსი ”ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია” 2010 წლის იანვარში გამოცხადდა, 25 თებერვლს კი გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მასში საქართველოში არსებული ყველა სკოლა ჩაერთო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 10 000 - მდე ლიტერატურული და ფერწერული ნამუშევარი შემოვიდა.

რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ნახატები შექმნეს, ხოლო საშუალო და მაღალი საფეხურის მოსწავლეებმა თავისუფალი თემები დაწერეს. სწორედ ამ ნამუშევრების საფუძველზე შეიქმნა ახალი წიგნი, რომელიც ღონისძიებაში მონაწილე საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს და მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.

კონკურსის ფინალისტები ცნობილი მწერლებისა და მხატვრებისაგან დაკომპლექტებულმა კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. I ადგილზე გასული კონკურსანტები მეოთხეკლასელი ანა გეგეჭკორი და მეათეკლასელი ბათუ ბიბლაია პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ, II და III ადგილზე გასულ მოსწავლეებს გადაეცათ ფულადი პრიზები 500 და 300 ლარის ოდენობით, 40-მდე მოსწავლე კი ფინალურ ტურში გასვლისათვის სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება. მისი მიზანია ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს ის ემოციები, რაც ბავშვებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში განიცადეს.




































კატეგორია: დროის მოსაკლავი | ნანახია: 1323 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: პრეზენტაცია განათლების სამინისტროში | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar