მთავარი » 2010 » სექტემბერი » 28 » `მშვიდობის კორპუსის` მოხალისეებმა ბორჯომში ფიცი დადეს
9:16 PM
`მშვიდობის კორპუსის` მოხალისეებმა ბორჯომში ფიცი დადეს




`მშვიდობის კორპუსის` 30-მა ამერიკელმა მოხალისემ ბორჯომში ფიცი დადო, რომლის თანახმად ისინი საქართველოში ორი წლის განმავლობაში ბიზნესკონსულტანტებისა და ოჯახის მეგობრების როლს შეასრულებენ.

`ვისწავლოთ და ვასწავლოთ საქართველოსთან ერთად` - ასეთია მათი პროგრამის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც ისინი ქართულ ოჯახებს ინგლისური ენის შესწავლაში დაეხმარებიან, ბიზნესკონსულტანტები კი არასამთავრობო ორგანიზაციებს პროექტების მოძიებაში შეუწყობენ ხელს.

მოხალისეთა ფიცის დადების ცერემონიალს შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასიც ესწრებოდა.

`ორი თვეა, საქართველოში ვიმყოფები და მოვიხიბლე ამ ქვეყნის სილამაზით, ქართველი ხალხით და მოხარული ვარ, რომ კიდევ ორი წელი დავრჩები,` - თქვა `მშვიდობის კორპუსის` მოხალისემ შონ ფრედერიქსმა.

`ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ამერიკელი და ქართველი ხალხის დაახლოების საუკეთესო გზაა. ეს პროგრამა მიზნად ისახავს განათლების სისტემის, ბიზნესის გაუმჯობესებას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკული კულტურის შემოტანაა, ჩვენთვის კი - ქართული კულტურის გაცნობა ამერიკელი ხალხისთვის,` - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა.











































კატეგორია: ინფო - არც ერთს არ ეხება | ნანახია: 1357 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: მშვიდობის კორპუსის მოხალისეებმა ბორ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar