მთავარი » 2010 სექტემბერი 28 » გიორგი ასანიძე ცირეკიძის საქმეზე რეაგირებას ითხოვს
8:24 PM გიორგი ასანიძე ცირეკიძის საქმეზე რეაგირებას ითხოვს | |
ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი ასანიძე მსოფლიო ჩემპიონატზე ირაკლი ცირეკიძის ინციდენტთან დაკავშირებით მკაცრ რეაგირებას ითხოვს. დეპუტატის განცხადებით, ის, თუ კონკრეტულად რა რეაგირება მოჰყვება მომხდარს და რა ტიპის სანქციები იქნება გამოყენებული, დელეგაციის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადაწყდება. გიორგი ასანიძემ განმარტა, რომ მწვრთნელებს ჰქონდათ საშუალება ცირეკიძე სავარჯიშო დარბაზში მოეძებნათ და ინციდენტი თავიდან აეცილებინათ, ასევე იყო შესაძლებლობა, რომ ცირეკიძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გაეპროტესტებინათ. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე - ჩემპიონატის ერთ-ერთი
ფავორიტი ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს შეხვედრაზე
დაგვიანების გამო გამოეთიშა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |