მთავარი » 2010 » სექტემბერი » 28 » შემდეგი » ირაკლი ცირეკიძე მსოფლიო ჩემპიონატს დაუდევრობის გამო გამოეთიშა
8:22 PM
შემდეგი » ირაკლი ცირეკიძე მსოფლიო ჩემპიონატს დაუდევრობის გამო გამოეთიშა




ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე ტოკიოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატს დაუდევრობის გამო გამოეთიშა.

მეოთხედფინალში გასული ქართველი სპორტსმენი ტატამზე სამჯერ გამოიძახეს, გამოუცხადებლობის შემდეგ კი გამარჯვება კუბელ ორეიდ დესპეიდს მიაკუთვნეს.

ცირეკიძე უკრაინელი და უზბეკი სპორტსმენების დამარცხების შემდეგ ისვენებდა, ნაკრების წევრებმა კი მისი გაფრთხილება დროზე ვერ მოახერხეს და მედლის ერთ-ერთი ფავორიტი მსოფლიო ჩემპიონატს ასე გამოეთხოვა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტს სამინისტროსგან უმკაცრესი რეაქცია მოჰყვება.

































კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1133 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: შემდეგი » ირაკლი ცირეკიძე მსოფლიო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar