მთავარი » 2010 » სექტემბერი » 26 » hechbek, mazda / "მაზდას" სამკარიანი ჰეჩბეკი
2:46 PM
hechbek, mazda / "მაზდას" სამკარიანი ჰეჩბეკი



კომპანია "მაზდამ" კომპაქტური სამკარიანი ჰეჩბეკის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელა. ეს არის ავტომობილი, რომელიც იაპონური ბრენდის ახალ საფირმო სტილშია შესრულებული. გამოქვეყნებულ ილუსტრაციებზე აღბეჭდილი მანქანა იმის წარმოდგენას იძლევა, თუ როგორი იქნება მომავალი თაობის მოდელები - Mazda 2 და Mazda 3.

კომპანია "მაზდას" ახალ საფირმო სტილს იაპონური სიტყვა "კოდო" ("მოძრაობის სული") ეწოდა. როგორც ადრე კომპანიის შეფ-დიზაინერმა იკუდო მაედამ განაცხადა, ასეთივე სტილში იქნება გადაწყვეტილი მარკის ყველა ავტომობილი, რომელიც ბაზარზე უახლოეს მომავალში გამოჩნდება. ამასთან, უცნობია ის, თუ როდის შედგება "მოძრაობის სულის" სტილში შესრულებული პირველი ახალი სერიული მანქანების დებიუტი.

პროტოტიპი Shinari კონცეპტ-ავტოს, - Nagare - ჩაენაცვლა, რომელიც პირველად 2006 წელს წარმოადგინეს და დღემდე, "მაზდას" ყველა მოდელის საფუძველს შეადგენდა. ახალი სადიზაინერო მიმართულების შემუშავება კომპანიიდან წინამორბედი დიზაინერის, ლოურენს ვან დენ აკერის წასვლისთანავე დაიწყო.

მისი ადგილი იკუდო მაედამ დაიკავა, რომელიც ადრე მანქანების - Mazda 2 და RX-8 - შექმნაში მონაწილეობდა. Nagare-ს სტილისტიკის დიზაინით შექმნილი ბოლო მოდელი მომავალი თაობის მინივენი Mazda 5 იქნება.

ალექსი რეხვიაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)

































კატეგორია: ავტო - მოტო | ნანახია: 1555 | დაამატა: allfile | ტეგები: Mazda, Nagare, hechbek, ჰეჩბეკი, სამკარიანი, Shinari, მაზდა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar