მთავარი » 2010 » სექტემბერი » 25 » "ჩემი თმა ჩემზე პოპულარულია"
12:41 PM
"ჩემი თმა ჩემზე პოპულარულია"

www.allfile.do.am - internet files encyclopediaქეთი ორჯონიკიძის ჩაცმის განსაკუთრებულ სტილს ყველა იცნობს. რატომ აირჩია როკმომღერალმა ავანგარდი, ამაზე თავად გვესაუბრება.

-
ადამიანს შეუძლია, ჩაცმითა და ვარცხნილობით გამოხატოს თავისი შინაგანი
მდგომარეობა. ჩაცმას ყველა ნორმალური ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა უნდა
ჰქონდეს და ჩემთვისაც ასეა.

- რას გამოხატავ შენი განსაკუთრებული სტილით?
-
ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი. ასეთი სტილი იმიტომ მაქვს, რომ არ მიყვარს
შაბლონურად ჩაცმა. მიყვარს ექსპერიმენტებიც. ხან ისე მაცვია, ხან ასე,
მაგრამ ჩემს სტილს მაინც ვინარჩუნებ. მთავარია, მიხდებოდეს ის, რაც მაცვია.

- ვინმეს თუ ჰბაძავ?
- არავის ვბაძავ და არც მოდის ტენდენციების მიხედვით ვიცვამ. არც ბრენდს ვანიჭებ განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

- და მაინც, რომელია შენი საყვარელი ბრენდი?
-
ძალიან მომწონს "არმანისა" და "რობერტო 'კავალის" სამოსი. ზუსტად ვიცი,
"არმანის" მაღაზიაში რაღაც აუცილებლად მომეწონება და იქიდან ხელცარიელი არ
გამოვალ.

- ქართველ დიზაინერებს თუ სტუმრობ?
-
მიმუშავია ზალიკო ბერგერთან. კონკრეტული წინადადებით მივმართავ ხოლმე
დიზაინერს. ხშირად ვთანამშრომლობ ჩემს მეგობარ გიგი მარტიაშვილთან, მან
იცის, რა მინდა.

- ვინმეს რჩევებს ითვალისწინებ ჩაცმისას?
- ხანდახან დედაჩემის რჩევასაც ვითვალისწინებ, მაგრამ ყველაზე მეტად გიგის ვენდობი.

- რომელ სუნამოს ხმარობ?
- უმეტესად - "კელვინ კლაინის" "ეიფორიას". ყველა მეუბნება, რომ ეს ჩემი არომატია, მიმაჩნია, რომ ასეა - ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ.

-
ქალები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ფეხსაცმელს და ჩანთას. არსებობს
მოსაზრება, რომ თუ გიჭირავს კარგი ჩანთა და გაცვია კარგი ფეხსაცმელი,
შესანიშნავად გამოიყურები. ეთანხმები ამ მოსაზრებას?

- ჩანთაზე
არ მაქვს გართულება. მირჩევნია, ყველაფერი ჯიბით ვატარო. მაქვს
ჩვეულებრივი შავი ჩანთა, რომლითაც მხოლოდ მასწავლებელთან დავდივარ. ძალიან
მომწონს კლატჩი, თუმცა მას ყოველდღიურად ვერ გამოიყენებ. ფეხსაცმელი კი
ჩემთვის ტანსაცმელზე მნიშვნელოვანია.

www.allfile.do.am - internet files encyclopediaუამრავი
ფეხსაცმელი მაქვს, მაღალქუსლიანიდან დაწყებული კედებით დამთავრებული.
კედები მიყვარს. საშინლად არ მომწონს ბალეტკები და "ბოტასები". ჩემს
გარდერობში 40 წყვილი ფეხსაცმელია.

- შეხვედრებზე კლასიკურად შემოსილი დადიხარ?
-
არა, ზუსტად ისე ვიცვამ, როგორც ყოველდღიურად მაცვია. ვინც შეხვედრას
მინიშნავს, მან კარგად იცის, რომ მე ასეთი სტილი მაქვს. მაგრამ ოპერაში, რა
თქმა უნდა, კედებით არ მივალ, ამისთვის მაქვს შესაფერისი სამოსი.

- სამოსს სად იძენ?
-
რომ ვთქვა, მხოლოდ საზღვარგარეთ-მეთქი, არ ვიქნები მართალი, თუმცა
მირჩევნია, უცხოეთში ვიყიდო, რადგან იქ ძალიან დიდი არჩევანია. ლონდონში
ყოფნისას 40 კილოგრამზე მეტი ტანსაცმელი გამოვგზავნე საქართველოში.

- რომელ ფერს ანიჭებ უპირატესობას?
-
განსაკუთრებით მიყვარს წითელი და შავი, თუმცა ჩემს გარდერობში არის
მწვანე, თეთრი და სხვა ფერის სამოსიც. ერთადერთი ფერი, რომელიც არ მიყვარს,
იასამნისფერია და ამ ფერის სამოსი არც მაქვს.

- აქსესუარებს რა ადგილი უჭირავს შენს გარდერობში?
-
მაქვს რამდენიმე სხვადასხვა ფერის სათვალე, თუმცა ეს აქსესუარი
მაინცდამაინც არ მიყვარს. სამაჯურები მირჩევნია. რამდენიმე მათგანს
განსაკუთრებული დატვირთვაც აქვს ჩემთვის, რადგან დედამ და მეგობარმა
მაჩუქეს.

- კოსმეტიკას ხშირად ხმარობს?
- უფრო
ტანის, თმისა და კანის მოვლის საშუალებებს ვიყენებ. მაკიაჟს იშვიათად
ვიკეთებ, მხოლოდ ფანქარსა და ტუჩსაცხს ვისვამ. ვცდილობ, ერთი სერიის სუნამო
და ტანის გელი შევიძინო, რადგან სხვადასხვა ფირმისა რომ ვიხმარო, რაღაც
გაურკვეველი სურნელი მექნება. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ თმას.
მგონი, ჩემი თმა ჩემზე პოპულარულია. ვხმარობ ჟასმინის შამპუნს, ბალზამსა და
თმის ძირების გასამაგრებელ ფრანგულ პროდუქციას.

- თავის მოვლის ბუნებრივ პროცედურებზე რას იტყვი?
- ხალხური საშუალებები ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის. თუმცა მისი შედეგი უფრო გვიან ჩანს.

ნათია მალიშავა

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)





























კატეგორია: ინტერვიუები | ნანახია: 1426 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar