მთავარი » 2010»სექტემბერი»24 » "მის საქართველო 2010"-ის გამარჯვებულს დღეს ავტომობილს გადასცემენ
9:25 PM
"მის საქართველო 2010"-ის გამარჯვებულს დღეს ავტომობილს გადასცემენ
"მის
საქართველო 2010"-ის გამარჯვებულს დღეს ავტომობილს გადასცემენ. როგორც
"ინტერპრესნიუსს" სამოდელო საგენტო "იმიჯ-ცენტრიდან" აცნობეს, სააგენტოს
ხელმძღვანელობა 24 სექტემბერს პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც "მის
საქართველო 2010"-ს წარდგენა და მთავარი პრიზის - ავტომობილის გადაცემა
მოხდება.
"მის საქართველო 2010"-ს ფინალური შოუ წელს ბათუმის
"შერატონში" 20 სექტემბერს ჩატარდა. ჟიურიმ, რომლის თავმჯდომარე გიორგი
გოგიჩაიშვილი იყო, "მის საქართველო 2010" და ნომინაციებში 5 საუკეთესო
შეარჩია.
"მის ინტერნეტი" ანი წკრიალაშვილი გახდა, "მის
ფოტოგენურობა" - ნუცა მიქელაძე, "მის მეგობრობა" - ქეთევან ისიანი, "მის
ინტელექტი" - ანა ბუბაშვილი, "მის მომხიბვლელობა" - ანა დადუნაშვილი.