მთავარი » 2010 » სექტემბერი » 24 » პენტაგონი F-35-ების შესაძენად 5 მლრდ დოლარს დახარჯავს
7:32 PM
პენტაგონი F-35-ების შესაძენად 5 მლრდ დოლარს დახარჯავს



აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ და ამერიკულმა კომპანიამ Lockheed Martin-მა გამანადგურებელ F-35 Lightning II-ის მეოთხე პარტიის მიწოდებაზე კონტრაქტი გააფორმეს. გარიგების თანახმად, რომლის მოცულობა თითქმის 5 მლრდ დოლარს შეადგენს, კომპანიამ აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებს 30, დიდ ბრიტანეთს კი - 1 თვითმფრინავი უნდა მიაწოდოს. ამასთან, კონტრაქტი კიდევ ერთი თვითმფრინავის ოპციის სახით დამზადებას ნიდერლანდებისთვის ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ გამანადგურებლების დამზადების პროცესში, საწარმოო ან სხვა ხარჯების გაზრდის შემთხვევაში, მთლიანად პასუხისმგებელი Lockheed Martin იქნება და პენტაგონი თავდაპირველად დადგენილ თანხას ცენტსაც აღარ დაამატებს. არადა, აქამდე ამერიკული კომპანიები სამხედროებთან კონტრაქტს ყოველთვის "ღირებულებას პლუს" - პრინციპით აფორმებდნენ, რაც დამატებითი ხარჯების დროს მწარმოებელისთვის კომპენსაციას ითვალისწინებდა.

რა თანხას იხდის ერთ თვითმფრინავში პენტაგონი, უცნობია, თუმცა მისი წარმომადგენლის შერილ ირვინის თქმით, სამხედრო უწყება გამანადგურებლებს იმაზე დაბალ ფასად იძენს, ვიდრე ეს 2010 წლის დასაწყისში (113 მლნ დოლარი). Lockheed Martin-ის განცხადების თანახმად, კონტრაქტი თვითმფრინავებთან ერთად მათ ტექნიკურ მომსახურებასა და აღჭურვილობასაც ითვალისწინებს.

F-35-ის შექმნის პროგრამა, რომელიც 2002 წელს დაიწყო და საკმაოდ გაჭიანურდა, აშშ-ის ყველაზე ძვირი - 382,4 მლრდ დოლარი დაუჯდა. ცნობილია, რომ პენტაგონი სულ 2473 გამანადგურებლის შეძენას გეგმავს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.
























კატეგორია: არსენალი | ნანახია: 1352 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar