მთავარი » 2010 » სექტემბერი » 24 » იაპონელებმა უიაფესი 3D-კამერა შექმნეს
4:45 PM
იაპონელებმა უიაფესი 3D-კამერა შექმნეს



იაპონურმა კომპანიამ Takara Tomy-მ 3D რეჟიმში გადაღების უნარის მქონე ფოტო და ვიდეოაპარატების მწარმოებლებს, რომელთა პროდუქციის ფასი 500 დოლარიდან იწყება, ცივი წყალი გადაასხა. Takara Tomy-ს ანალოგიური კამერა, რომელსაც 3D Shot Cam ეწოდა, სულ რაღაც 70 დოლარი ეღირება.

კამერას, რომელიც სინათლისადმი მგრძნობიარე, 0,3-მეგაპიქსელიანი სენსორითაა აღჭურვილი, პრინტერიც ერთვის. მასზე ამობეჭდილი სურათები კი სპეციალურ სტერეოსათვალეში სამგანზომილებიან გამოსახულებას ქმნიან.

გაიყიდება თუ არა ეს კამერა უცხოეთში, ჯერჯერობით უცნობია. ამომავალი მზის ქვეყნის მაღაზიათა დახლებზე ის უკვე მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება.

მომზადებულია llifenews.ru-ს მიხედვით.


























კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1079 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar