მთავარი » 2010 » სექტემბერი » 24 » პრეზიდენტმა გაეროს 65-ე ასამბლეას მიმართა
4:43 PM
პრეზიდენტმა გაეროს 65-ე ასამბლეას მიმართა




`საქართვლოს მიზანი თავისუფალი, სტაბილური და ერთიანი კავკასიაა,`- ეს ის მთავარი გზავნილია მსოფლიოსადმი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 65-ე გენერალური ასამბლეის სესიაზე თითქმის ნახევარ საათს გაგრძელდა.

საკუთარ სიტყვაში პრეზიდენტმა მთავარი აქცენტი კონფლიქტების მშვიდობიან მოწესრიგებაზე გააკეთა და განაცხადა, რომ 2 წლის წინ გადატანილი ომისა და რუსული აგრესიის მიუხედავად, საქართველო გადარჩა და ფეხზე დადგა, როგორც დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელწიფო. ის დაბრუნდა, როგორც პოლიტიკური რეფორმებისა და სოციალური ტრანსფორმაციის ლაბორატორია. სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ერთადერთი ინტერესი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებაა.

`საქართველო იგებს მშვიდობას და იგებს მშვიდობით,`- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ საერთო ბაზარი, საზიარო ინტერესები, პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება ერთ დღეს გაერთიანებულ კავკასიას დაუდებს საფუძველს.






















კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1132 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar