მთავარი » 2010»სექტემბერი»24 » Fring ქალაქისა და მობილურ ტელეფონებზე დარეკვის შესაძლებლობას იძლევა
8:58 AM
Fring ქალაქისა და მობილურ ტელეფონებზე დარეკვის შესაძლებლობას იძლევა
მობილური
ტელეფონებისთვის განკუთვნილი პოპულარული ინტერნეტ-მესენჯერის Fring-ის
ახალი ფუნქცია ამიერიდან მომხმარებლებს ქალაქისა და მობილურ ტელეფონზე
დარეკვის შესაძლებლობას მისცემს. ახალ სერვისს FringOut ჰქვია და მისი
ტარიფები 1 ცენტიდან იწყება.
ამ დროისთვის მომსახურება მხოლოდ
Nokia-ს სმარტფონებზეა გათვალისწინებული, უახლოეს მომავალში კი ის
Android-ისა და iPhone-ს პლატფორმის აპარატებზეც გავრცელდება. Fring-ის
მეშვეობით საუბრის ღირებულება იმ რეგიონის მიხედვით განისაზღვრება, სადაც
მოსაუბრის ნომერია დაფიქსირებული.
მულტიმედიური ინტერნეტ-მესენჯერი
Fring მომხმარებლებს შეტყობინებების გაგზავნისა და უფასო ხმოვან და
ვიდეოჩატით კავშირის საშუალებას აძლევს, 2010 წლის ივლისამდე მას პოპულარულ
ინტერნეტ-სატელეფონო სერვის Skype-თან მხარდაჭერაც ჰქონდა, მაგრამ შემდეგ
კონკურენტისგან თანამშრომლობაზე უარი მიიღო.