4:20 PM უგულავამ ბიზნესმენებთან ახალი პროექტები განიხილა | |
დედაქალაქში ახალი პროექტების განხორციელების მიზნით, თბილისის მერი დღეს ბიზნესმენებსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა. გიგი უგულავამ სტუმრებს ის პროექტებიც გააცნო, რომლებიც თბილისში მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. პროექტების ძირითადი ნაწილი ახალ მშენებლობებს ეხება. უკვე ცნობილია, რომ თბილისში რამდენიმე მასშტაბური მაგისტრალის, ხიდისა და სასტუმროს აგებაა დაგეგმილი. `მთავარი ჩვენთვის არის იმ ამოცანის მიღწევა, რომელიც ძალიან ამბიციურია თავისთავად და რომელშიც გადამწყვეტი როლი თქვენ (ბიზნესმენებს) გიკავიათ. მე ვგულისხმობ უმუშევრობის პრობლემის დაძლევას. როდესაც ვლაპარაკობთ უმუშევრობის პრობლემის დაძლევაზე, აქ არ იგულისხმება სახელმწიფო ბიუროკრატიის გაზრდა, რადგან ეს, პირველ რიგში, ნიშნავს კერძო სფეროს შევიწროებას... ჩვენი პოლიტიკა მაინც უნდა გაგრძელდეს და ეფუძნებოდეს იმას, რომ ჩვენ ვიაროთ გამარტივების გზით,` - განაცხადა უგულავამ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |