მთავარი » 2010 » სექტემბერი » 23 » გრიგოლ ვაშაძემ ნიუ-იორკში შეხვედრები გამართა
2:54 PM
გრიგოლ ვაშაძემ ნიუ-იორკში შეხვედრები გამართა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა.

ვაშაძემ ევროპელ დიპლომატებს გააცნო საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები უახლოესი ერთი წლის განმავლობაში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირთან მაქსიმალურად დაახლოების პერსპექტივებზე და უახლოეს მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებზე, ასევე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა საქართველოს დეოკუპაციის პროცესის მნიშვნელობა და 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების სრულად შესრულების აუცილებლობა. ხაზი გაესვა ევროკავშირის, როგორც საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების გარანტის როლს.















კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1130 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar