მთავარი » 2010 » სექტემბერი » 23 » ძიუდოისტთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
9:21 AM
ძიუდოისტთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს



ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომამ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად სოსო ლიპარტელიანი დაამტკიცა.

ძიუდოს ფედერაციაში მომხდარი ცვლილებები ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ლიდერი ირაკლი ცირეკიძე საჭიდაოდ მწვრთნელთა დაუდევრობის გამო ვერ გავიდა.

უახლოეს პერიოდში აღმასკომის საგანგებო სხდომა დაინიშნება, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დღეს დანიშნავს. მანამდე კი, ძიუდოს ფედერაციას გიორგი ალექსიძე უხლმძღვანელებს.
























კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1071 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar