მთავარი » 2010»სექტემბერი»21 » ორგანიზაცია "ჯარისკაცთა დედების" ვარაუდით, რუსეთი დაღესტნიდან საქართველოზე შეტევას ამზადებს
5:54 PM
ორგანიზაცია "ჯარისკაცთა დედების" ვარაუდით, რუსეთი დაღესტნიდან საქართველოზე შეტევას ამზადებს
ორგანიზაცია
"ჯარისკაცთა დედების" ვარაუდით, რუსეთი დაღესტნიდან საქართველოზე შეტევას
ამზადებს, - ამის შესახებ გამოცემა "ეხო პეტერბურგა" წერს.
ორგანიზაციის წარმომადგენლის, სვეტლანა უტკინას განცხადებით, პეტერბურგელი ჯარისკაცები მასობრივად მიჰყავთ დაღესტანში.
"3526-ე
ნაწილიდან სამხედრო მოსამსახურეების მშობელთა განცხადებები შემოვიდა,
რომლებიც მიუთითებენ, რომ ჯარისკაცებს კონტრაქტზე იძულებით აწერინებენ
ხელს. ნაწილის ხელმძღვანელობის თქმით, სამხედროებმა დაღესტანში სოჭის
ოლიმპიადის უსაფრთხოებისთვის სწავლებაში უნდა მიიღონ მონაწილეობა. ეს
სრულიად გაუგებარია – ოლიმპიადა 3 წლის შემდეგ არის, სწავლებაზე კი მიჰყავთ
ჯარისკაცები, რომლებიც რამდენიმე თვეში სამსახურს ამთავრებენ", -
განაცხადა უტკინამ.
მისივე ინფორმაციით, ჯარისკაცებს ართმევენ
მობილურ ტელეფონებს და სიმბარათებს. მათი ჩრდილოეთ კავკასიაში გადაყვანა
მომავალი კვირისთვის იგეგმება. ორგანიზაცია იუწყება, რომ ნაღმმტყორცნელთა
ბატალიონში ბოლო პერიოდში ყოველდღიური წვრთნა ტარდება.
ამასთან, ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ რუსეთი საქართველოსთან ომისთვის ემზადება და სამხედროები დაღესტანში ამ მიზნით გადაჰყავთ.
"სცენარი
ძალიან ჰგავს იმას, რასაც ჩეჩნეთის ომის წინ ვხედავდით. ასეთივე შანტაჟი
იყო. ჯარისკაცებს ინფორმაციის მიღების, ოჯახთან კავშირის უფლებას
ართმევდნენ. ძალიან ვშიშობ, რომ დაღესტნიდან საქართველოზე თავდასხმა
მზადდება", - განაცხადა ორგანიზაცია "ჯარისკაცთა დედების" თავმჯდომარე ელა
პოლიაკოვამ.
სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების გამო,
სამხედრო მოსამსახურეების დედებმა სანკტ-პეტერბურგის სამხედრო ოლქის
შინაგანი ჯარების შტაბთან რამდენიმე პიკეტი გამართეს.