მთავარი » 2010 » სექტემბერი » 21 » ჯონ ლენონის ცნობილი ფოტო აუქციონზე გაიყიდება
3:26 PM
ჯონ ლენონის ცნობილი ფოტო აუქციონზე გაიყიდება


"Beatles"-ი დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფია. ამიტომ ყველაფერი, რაც "ლივერპულელ ოთხეულს" უკავშირდება, ჯგუფის თაყვანისმცემლებს შორის დიდი ინტერესით სარგებლობს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჯონ ლენონის უნიტაზი აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ფოტო, რომელზეც შიშველი ლენონი თავის ცოლს, იოკო ონოს ეხუტება, სარფიანად გაიყიდება.

ფოტო 1980 წელს ცნობილმა ანა ლებოვიცმა მუსიკოსის გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიღო.

ჯონს ძალიან მოეწონა ეს ფოტო: მისი თქმით, ფოტო მის ურთიერთობას იოკოსთან ზუსტად ასახავდა. ფოტოს "Swann Auction Galleries"-ის აუქციონზე გამოიტანენ. ლოტის საწყისი ფასი 15 000 დოლარია.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.






























კატეგორია: აუქციონი | ნანახია: 1557 | დაამატა: allfile | ტეგები: Beatles, john lenon, Swann Auction Galleries | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar