მთავარი » 2010 » სექტემბერი » 21 » ინფორმაცია "შუა ქალაქში" - ზე
3:02 PM
ინფორმაცია "შუა ქალაქში" - ზე

 

  ტელესერიალის ფორმატს ეწოდება სიტკომი – სიტუაციურ–კომედიური სერიალი. "ღამის შოუ სტუდიამ” ეს ფორმატი, როგორც სხვა გადაცემების შემთხვევაში ("ღამის შოუ”, "შაბათის შოუ”, "კანდიდატი” და სხვ.) ამერიკული ანალოგებიდან გადმოიღო. თუმცა, სიტკომის ფორმატი არ ითვლება მხოლოდ ამერიკულად. ბევრი სიტკომი ამერიკაში ბრიტანეთიდან გადაიღეს. ამერიკული სიტუაციური კომედიების მაგალითებია: "Friends”, "Everybody Loves Raymond”, "All in the Family”, "Home Improvement”, "Hannah Montanta”, "The Dick Van Dyke Show”, "I Love Lucy” და სხვ. მათგან ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლად "Friends” ითვლება. "ღამის შოუ სტუდიის” შემადგენლობა 2007 წლის ზაფხულში გაემგზავრა ამერიკაში, შეხვდა ზემოთხსენებული სიტკომების პროდიუსერებს, სცენარისტებს და დაესწრო ჩაწერების პროცესს. გარდა ამისა, გაიარა ტრეინინგი "Warner Brothers Studios”-ში და მოიპოვა ამ ფორმატის კეთების უფლება.
 
      "შუა ქალაქში” წარმოადგენს ამერიკული სიტუაციური კომედიის ქართულ ვერსიას. გათამაშებული სიტუაციები არის მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი; პერსონაჟებშიც ადვილად ამოიცნობთ თქვენს მეზობელს, მეგობარს, ნათესავს... ისტორია ჩხეიძეებით იწყება. მათი ცხოვრება სავსეა კურიოზული მოულოდნელობებით. მათი ოჯახი შემოიფარგლება არაორდინარული მეგობრებითა (სანდრო, ეკა, ანანო) და მეზობლებით (ღლონტები). მარიკა და ირაკლი ახალგაზრდა წყვილია, ისინი შუა ქალაქში ცხოვრობენ, მარიკას ბიძაშვილ დათოსთან ერთად. დათო თავს მათი ოჯახით ირჩენს. რა შეიძლება ოჯახმა ინატროს, თუ არა – კარგი მეზობლები? ქეთევან და თამარ ღლონტები სწორედ ასეთ ადამიანებად მოიძებნებიან; მათი ცხოვრების არც ერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს, ისინი შესაფერისი ქმრის ძიებაში არიან. დების სასიცოცხლო სახსრებს ჩხეიძეების ოჯახი და ლიფტის ფული წარმოადგენს.
 
      ტელესერიალის პირველი სერია ეთერში 2007 წლის 23 სექტემბერს გავიდა.
 ჩაწერაზე დასწრების მსურველებმა დარეკეთ ტელეფონზე –  46-34-36





























კატეგორია: ინფო - არც ერთს არ ეხება | ნანახია: 1503 | დაამატა: allfile | ტეგები: Home Improvement, friends, Everybody Loves Raymond, Warner Brothers Studios, I Love Lucy, The Dick Van Dyke Show, All in the Family, shua qalaqshi, sh | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar