მთავარი » 2010 » სექტემბერი » 20 » ქრთამის აღების ფაქტი გამოვლინდა
4:46 PM
ქრთამის აღების ფაქტი გამოვლინდა



ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური აგენტი დააკავა.

ბესო ნავერიანმა მოქალაქეს ოჯახისთვის სახელმწიფო დახმარების მისაღებად 60 ლარი გამოსძალა. დამნაშავე უშუალოდ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურს რამდენიმე მტკიცებულება აქვს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ნავერიანმა უკვე აღიარა დანაშაული.





კატეგორია: სამართალი | ნანახია: 1291 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar